logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: თუ მანამდე არსებობდა კითხვის ნიშნები, ახლა საზოგადოება დარწმუნდა, რომ გახარიას სავარაუდოდ, ძალიან ახლო კავშირი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან
- +

11 სექტემბერი. 2021. 14:25

 

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას ნარკოლოგიური ტესტის გავლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, აღნიშნული თემა გიორგი გახარიას ყველაზე მეტად აღიზიანებს.

 

„თუ მანამდე არსებობდა კითხვის ნიშნები, ახლა უკვე საზოგადოება ბევრ რამეში დარწმუნდა. პირველ რიგში კი დარწმუნდა იმაში, რომ გახარიას სავარაუდოდ, ძალიან ახლო კავშირი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან. თემა, რომელიც სრულიად უწყინარ ინიციატივას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას მოყვა, გახარია მორევში ჩაითრია. ამ კითხვაზე ყველაზე მეტად ღიზიანდება, ამ კითხვის დროს ყველაზე მეტს ნერვიულობს და ამ თემაზე საუბრისას ყველაზე მეტად აგრესიულია. ახლა სავარაუდოდ, ეცდება დროის გაწელვას და რომ დარწმუნდება ნარკოტესტის პასუხის სათავისოდ გამოყენებაში, მერე მიაკითხავს სამხარაულს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner