logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს
- +

11 სექტემბერი. 2021. 17:30

 

 

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. პროცესს ესწრება შალვა მელიქიშვილის ადვოკატიც. ლეილა გარსევანიშვილს საქმის მასალებს დღესვე გადასცემენ.

 

გარსევანიშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დღეს უკვე მეორედ შეხვდა, თუმცა დაკავებულს საჯაროდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ დრომდე არ სურს.

 

სასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული საათი ამ ეტაპზე უცნობია.

 

შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა, რომელიც მალევე პოლიციამ დააკავა.

 

მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

 

შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.

 

მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner