logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: „ნაცმოძრაობა“ თავისი წარსული საქმიანობით ყოველდღიურად გვახსენებს თავს
- +

25 ივლისი. 2016. 17:48


დეპუტატ კარლო კოპალიანის ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის რომან მარსაგიშვილის სახლში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - ტროტილი აღმოჩნდა. კოპალიანი ფაქტს წინა ხელისუფლებას უკავშირებს.


„რომან მარსაგიშვილი ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში იმყოფება, სადაც დასუფთავების სამუშაოებს ატარებდა. როგორც ირწმუნება, ამ პროცესში მან შემთხვევით რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი აღმოაჩინა. ის შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა. აქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ აღნიშნული ტერიტორია შემოიღობოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს.

რომან მარსაგიშვილი ახლა აქტიურ პოლიტიკაში არ არის და რომც იყოს, ალბათ ეს დღევანდელ დღეს ნამოქმედარი არ არის.

მაქვს ეჭვი და ისიც ადასტურებს ამ ეჭვს - რომან მარსაგიშვილმა 2008-2012 წლებში რთული პერიოდი გაიარა, იყო პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, მახსოვს მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, თუ როგორ დაუჭირეს შვილი, როგორ ჩაუდეს მას ნარკოტიკი და როგორ გაასამართლეს, რაშიც მაშინდელი მაღალჩინოსნები ერია.

მისი ვარაუდია, რომ ტროტილი იმ პერიოდშია ჩადებული. ამას შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. მაოხრებელი გზირის არ იყოს, „ნაციონალური მოძრაობა" თავისი წარსული საქმიანობით ყოველდღიურად გვახსენებს თავს", - განაცხადა კოპალიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner