ხულოს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, მან „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ დატოვა, რომ მისი პარტია და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ აქტიურად თანამშრომლობენ და მაღალმთიან აჭარაში საარჩევნო კამპანიას ერთობლივად მართავენ.
„დავინახე როგორ გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს გახარიას გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“. გახარიას გუნდში გაწევრიანება რომ მდომოდა ამ გადაწყვეტილებას თავად მივიღებდი. ვხედავ რომ თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას გუნდში ჩემი ადგილი არ არის. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.