„ზოგჯერ მეჩვენება, რომ პრეზიდენტს ავიწყდება, ვინ არის",- ამ სიტყვებით აფასებს მედიაექსპერტი ია ანთაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. აღნიშნულზე ანთაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა ხდებოდა.