logo_geo
eng_logo
ცირა კობიაშვილი: მეშინია ყველაფრის: სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულის...
- +

25 ივლისი. 2016. 17:51


მომღერალი ცირა კობიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შეყვარებულის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს უძღვნის:

 

„ერთი რამ ზუსტად ვიცი: ვეღარ ვიძინებ და არა იმის გამო,რომ ცხელა, ღამით საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს შიში მიპყრობს.

 

მეშინია ყველაფრის: სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულის, უსიყვარულობის, იმის, რომ სიახლე სწრაფად იქცევა ჩვევად;

 

შეგრძნების, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ვწირავ მოსაწყენ ყოველდღიურობას, რომელიც არასოდეს დასრულდება...

 

მეშინია ყოვლისმომცველი პანიკის, რომელიც მთელ ჩემს არსებას ეუფლება (თან ძალიან ხშირად...) როდესაც ბედისწერა სანუკვარი ოცნებებისა და უცნობი თავგადასავლებისაკენ მიმაქანებს..." - წერს ცირა კობიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner