logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი პრეზიდენტს მოუწოდებს, პროკურატურას მიმართოს
- +

25 ივლისი. 2016. 17:53


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, პროკურატურას მიმართოს. წულუკიანის თქმით, ძალოვან სტრუქტურებს აქვთ სრული მზაობა, მოისმინონ ინფორმაციები და გამოძიება დაიწყონ.


„როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მის ოჯახის წევრს ან მისი სამსახურის თანამშრომელს თუ ინსტიტუტის წარმომადგენელს ემუქრებიან, ამისათვის სრული მზაობა აქვთ ძალოვან სტრუქტურებს იმისთვის, რომ ეს ინფორმაციები მოისმინონ, მიიღონ, დააოქმონ და იქ, სადაც საჭიროა, დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner