logo_geo
eng_logo
კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის რამდენიმე წელიწადი“ აშორებს
- +

12 სექტემბერი. 2021. 10:42

 

 

ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის რამდენიმე წელიწადი“ აშორებს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ მან კიევში გამართულ ფორუმზე YES-Brainstorming-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამგვარად, მან კომენტარი გააკეთა თავის განცხადებაზე, რომლის შესახებაც გასულ თვეს გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ყველა პროგნოზი ემყარება წინა გამოცდილებას“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინამ ჯერ უნდა შეასრულოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რისგანაც კიევს ჯერ რამდენიმე სინათლის წელიწადი აშორებს.

 

„სამწუხაროდ, ხუთი წლის განმავლობაში მე ვერ დავინახე, რომ უკრაინა კოპენჰაგენის კრიტრიუმების შესრულებას უახლოვდება“, -განაცხადა ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.

 

მან ისაუბრა იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ესტონელი ინვესტორები უკრაინაში.

 

„ცოტა ხნის წინ მე გავიგე კომპანიის შესახებ, რომელიც უკრაინაში ძალიან სერიოზული შეთანხმების გაფორმებასთან იყო ახლოს, თუმცა მათთან მივიდა ადვოკატი – არ ვიტყვი, ვისი წარმომადგენელი იყო ის, და განაცხადა, რომ შეთანხმების დასაჩქარებლად, მათ უნდა გაუყონ აქციების ნაწილი“, – განაცხადა კალიულანდმა.

 

„ამიტომ, როდესაც სვამენ კითხვას, თუ რატომ არ არის უკრაინა ევროკავშირში ამ დრომდე, ჩემი აზრით, პასუხი თვალსაჩინოა“, – აღნიშნა ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.

 

ამასთან, კერსტი კალიულაიდის თქმით, ის ყოველთვის იყო ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანების მომხრე, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

 

„მრავალი წელი მე ვეუბნებოდი თქვენს ოლიგარქებს: ევროკავშირთან დაახლოება გაზრდის თქვენი აქტივების ღირებულებას. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მათთვის ხმა მიმეწვდინა – ამიტომ ვსარგებლობ შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ გავიმეორო ეს. შესაძლოა, ერთხელ სასწაული მოხდეს და ისინი გაიგებენ ამ გზავნილს – მაშინ უკრაინა დაიწყებს ევროკავშირთან დაახლოებას“, – განაცხადა ესტონეთის ლიდერმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner