logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენის განცხადებით, ბენ ლადენის მკვლელობის შემდეგ ავღანეთში დარჩენა მიზანშეწონილი არ იყო
- +

12 სექტემბერი. 2021. 11:23

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-კაიდას“ ლიდერის, უსამა ბენ ლადენის მკვლელობის შემდეგ ვაშინგტონის მხრიდან ავღანეთის ერთიანობის შენარჩუნების მცდელობა შეცდომა იყო. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„თუ ავღანეთში ოპერაციის დაწყებამდე ვინმეს ეტყოდით, რომ 20 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 300 მილიონ დოლარს დავხარჯავთ, რათა გავაერთიანოთ ქვეყანა ბენ ლადენის მკვლელობისა და „ალ-კაიდას“ განადგურების შემდეგ... შესაძლებელია თუ არა „ალ-კაიდას“ დაბრუნება? დიახ, მაგრამ ის უკვე დაბრუნდა სხვა ქვეყნებში. მაშინ როგორია ჩვენი სტრატეგია? ყველგან, სადაც „ალ-კაიდაა“, ჯარი უნდა შევიყვანოთ?“ - განაცხადა ბაიდენმა.

 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამერიკელთა უმრავლესობა მაინც უჭერს მხარს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ეს.

 

„ამერიკელთა 70% თვლის, რომ ავღანეთში ამდენი ფულის ხარჯვის შემდეგ ჯარების გამოყვანის დრო დადგა. ბევრს არ მოეწონა ის, თუ როგორ გამოვიყვანეთ ჯარები, თუმცა რთულია ვინმეს აუხსნა, რომ სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მაგალითად, ტაჯიკეთში რომ ჩავიდეთ და ვთქვათ, რომ ყველა მსურველს შეუძლია აშშ-ში გაფრინდეს, იქაც გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავის შასის ჩამოეკიდებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner