logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის პოლიციამ იამაიკის დროშის ქვეშ მცურავ ელიტურ იახტაზე 2000 კგ კოკაინი იპოვა
- +

12 სექტემბერი. 2021. 11:34

 

ბრიტანეთის პოლიციამ იამაიკის დროშის ქვეშ მცურავ ელიტურ იახტაზე 2000 კგ კოკაინი იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

იახტა ბრიტანეთის სანაპიროდან 130 კილომეტრში, საერთაშორისო წყლებში გააჩერეს. ბორტზე აღმოჩენილი კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 220 მილიონი დოლარია.

 

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ნიკარაგუის 5 და დიდი ბრიტანეთის 1 მოქალაქე დააკავა და ნარკოტიკებით ვაჭრობა წარუდგინა ბრალად. ოპერაცია ავსტრალიური პოლიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულები კოკაინის რეალიზაციას ბრიტანეთის ტერიტორიაზე გეგმავდნენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner