პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მედიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექიმები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო საათების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები: „კმარა 400-საათიანი მუშაობა!“, „მედიკოსების დასვენება პაციენტების უსაფრთხოებაა“, „30 პაციენტზე ერთი მედდა მოდის“ და სხვა.
მედიის ინფორმაციით, აქციაში რამდენიმე ათასი ექიმი მონაწილეობდა.
„პაციენტების რაოდენობასთან შედარებით ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ. ახლა, მეოთხე ტალღის დაწყებამდე პროტესტისთვის საუკეთესო დროა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.