logo_geo
eng_logo
რომის პაპი უნგრეთში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა
- +

12 სექტემბერი. 2021. 12:34

 

 

რომის პაპი ფრანცისკე, უჩვეულოდ ხანმოკლე ვიზიტით ეწვია უნგრეთს, სადაც ქვეყნის პრემიერ ვიქტორ ორბანთან, პრეზიდენტ იანოშ ადერთან და უნგრელ ეპისკოპოსებთან გამართავს შეხევდრას.

 

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც მედია წერს, რომის პაპი უნგრეთში მხოლოდ 7 საათის განმავლობაში გაჩერდება, რაც ხაზს უსვამს „ნაციონალისტური და ანტიემიგრანტული პოლიტიკით ცნობილ ვიქტორ ორბანთან მის განსხვავებულ ხედვებს“.

 

უნგრეთიდან რომის პაპი სლოვაკეთში გაემგზავრება. რომის პაპი ფრანცისკე ხშირად გამოდის ნაციონალისტური და პოპულისტური მოძრაობების წინააღმდეგ და ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, რომის პაპი ხშირად აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც მიგრაციის კრიზისის მოგვარებას ცალმხრივად ცდილობენ და იზოლაციონისტური ქმედებებით გამოირჩევიან,

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner