logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

12 სექტემბერი. 2021. 14:06

 

 

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

მან სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელმაც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხით ახსნა. პროცესზე დაცვის მხარემ 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

 

საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - ტერორიზმის, ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner