ბავარიის ხელისუფლების განცხადებით, გერმანიის ქალაქ ანსბახში თავდასხმაში მონაწილე სირიელი თვითმკვლელის მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში ექსტრემისტული შინაარსის ვიდეომასალა აღმოაჩინეს.
27 წლის სირიელმა ანსბახში ბარის შესასვლელთან 24 ივლისს საღამოს თავი აიფეთქა. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ცხედართან აღმოჩენილია ორი ტელეფონი, სიმ-ბარათები და კომპიუტერი.
ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში, რომელიც არაბულ ენაზეა ჩაწერილი, თავდამსხმელი ექსტრემისტული ჯგუფის „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცს დებს და პირობას დებს, რომ მუსლიმების მკვლელობების გამო შურს იძიებს.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.