logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: თურმე, არიან ადამიანები, არა შენისისხლისმიერები, მაგრამ ისეთი ახლობლები რომ...
- +

12 სექტემბერი. 2021. 19:54

 

 

„არიან ადამიანები, არა შენისისხლისმიერები, მაგრამ ისეთი ახლობლები რომ.... სწორედ ასეთია ჩემთვის ბატონი ჯემალ ბაღაშვილი - ჩემი საყვარელი იუბილარი!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი, პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჯემალ ბაღაშვილი იუბილარია - 80

 

ჩემი დიდი მეგობარი, საყვარელი რესპონდენტი და უთბილესი ადამიანი. ახლა როგორი წიგნიერი, მის მუსიკალურ პროფესიონალიზმზე რომ აღარაფერი ვთქვა.

 

აი, ხომ მართალი ვარ, როდესაც ვამბობ, ისეთი ადამიანების „აკადემიაში“ ვისწავლე, არ შეიძლება მათ გვერდით გზას ასცდე- მეთქი.

 

უზომოდ მიყვარს ბატონი ჯემალი, ქალბატონი მანანა  - მისი მეუღლე, უნიჭიერესი გია ხომ...

 

გენაცვალე, ბატონო ჯემალ! დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან. ყოველთვის მომიხაროდა ინტერვიუზე მოსვლა და მადლობა, ჩემთვის კონცერტზე დასასწრები ბილეთები მუდამ რომ გქონდა გადადებული. ისიც მახსოვს, მამა რომ გარდამეცვალა, როგორ მომისამძიმრე და რამდენი მეფერე...

 

ასე ყოფილა თურმე, არიან ადამიანები, არა შენისისხლისმიერები, მაგრამ ისეთი ახლობლები რომ.... სწორედ ასეთია ჩემთვის ბატონი ჯემალ ბაღაშვილი - ჩემი საყვარელი იუბილარი!

 

გილოცავ ჩემო ძვირფასო! ვულოცავ ოჯახში დიდსა და პატარას, ვულოცავ, „ივერიელებს“, მეგობრებს, კოლეგებს და ამ არეულ დროში, უწინარესად ჯანმრთელობას გისურვებ! მიყვარხარ მთელი გულით და ძალიანაოო!“, - წერს კახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner