logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა
- +

12 სექტემბერი. 2021. 20:43

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, რადგან ეშინია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მორიგ განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შესახებ სუბარი „იმედის კვირასთან“ საუბარში გამოეხმაურა.

 

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვა, არ ჩამოვა, იმიტომ რომ ნამდვილად ეშინია მას. ძალიან კარგად იცის რა ელის - საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ და წავა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის რომ მოიხადოს სასჯელი 2 საქმეზე, რომელზეც განაჩენები ძალაშია შესული“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner