„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით თბილისის მერობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაჩენილი ეჭვები გაიფანტოს, მათ ტესტი უნდა ჩააბარონ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„ბევრად განსხვავებული ინტერპრეტაციების საბაბი შექმნა კონკრეტული კანდიდატების განცხადებებმა. იმისთვის, რომ ეს ეჭვები კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაიფანტოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა გაიარონ ეს ტესტირება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნავს კობახიძე.