logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იმისთვის, რომ კონკრეტული კანდიდატების მიმართ ეჭვები გაიფანტოს, მნიშვნელოვანი იქნებოდა ნარკოტესტი უახლოეს მომავალში ჩააბარონ
- +

12 სექტემბერი. 2021. 21:49

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით თბილისის მერობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაჩენილი ეჭვები გაიფანტოს, მათ ტესტი უნდა ჩააბარონ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

 

„ბევრად განსხვავებული ინტერპრეტაციების საბაბი შექმნა კონკრეტული კანდიდატების განცხადებებმა. იმისთვის, რომ ეს ეჭვები კონკრეტული კანდიდატების მიმართ გაიფანტოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა გაიარონ ეს ტესტირება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნავს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner