logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ერთი თაკოა მეფე თამარი, მეორე სააკაშვილია აღმაშენებელი, მესამე კიდე ჯუნიორა ვაშაძეა ნაპოლეონი...
- +

12 სექტემბერი. 2021. 22:20

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბიჯო, ბიჯო, ბიჯოოოოო!

კატასტროფა და შოკი!

 

ამას მიშმაკ სააკაშვილის ჩამოსაყვანად საზოგადოებრივი მოძრაობა შეუქმნია. ავი ენები ამბობენ, ამ მოძრაობაში უკვე 600 ათასი ,,მოწამე'' გაწევრიანდაო. გაწევრიანება გრძელდებაო, არ აქვს მნიშვნელობა, აცრილია თუ აუცრელი, ყველა მიიღება, ვისაც კი გული უცნაურად უძგერსო. სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედაო!

 

ოღონდაცა, ხალხო, ოღონდაცა, რააა, ემანდ ჭყლეტვაში არ მოჰყვეთ და მერე მთავრობას არ დააბრალოთ!

 

სხვა გზას აღარ მიტოვებს ეს ქალი - აწ განსვენებულ ჯანსუღს უნდა მივმართო ღია წერილით, უნდა მოვუყვე, როგორ გადადის მალაყზე თაკო, რა საშინელი აზრები მოსდის თავში:

პაპა ჯანსუღ, სანამ შენ ცოცხალი იყავ, თაკო ეგეთ რაღაცებს ვერ ბედავდა. ჯერ იყო, გრიგოლ ვაშაძე ,,გააპატიოსნა'', პრეზიდენტად აკურთხა, შემდეგ ჭიჭე ვაშაძეს შეუჩნდა, პრემიერ-მინისტრად უნდა დაგნიშნოვო, ეხლა კიდე ამტყდარა, მიშმაკი უნდა დავაბრუნოვო, მშვიდობიანად ჩამოვიყვან უკრაინიდან - საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო? ის აღმაშენებელიაო!

 

ერთი თაკოა მეფე თამარი, მეორე სააკაშვილია აღმაშენებელი, მესამე კიდე ჯუნიორა ვაშაძეა ნაპოლეონი.

ვიცი, შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი, ეს აფრებს ეგრე ვერ აუშვებდა. ბოლო-ბოლო, რა გამოდის, მე და შენ მიხას მოვუხაზეთ, სამართლიანად ,,დავკოდეთ'', ეს კიდე მის აღდგენას ითხოვს?!

გახსოვს, ჭადრაკის სასახლეში რომ შევიკრიბეთ ,,ნაციონალების'' საწინააღმდეგოდ? მაშინ მითხარი, მიშაზე ლექსი დავწერე, უნდა გითხრაო. უუუუჰ... ძაან მაგარი იყო, მაგრამ იმნაირი, ყურო ნუ გაიგონებ.

 

მე არასოდეს მომწონდა ის ამბავი, თავის დროზე ზვიად გამსახურდია რომ გააძევეთ სამშობლოდან, მაგრამ გიწონებთ სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

მახსოვს, ყოველთვის მადლიერი იყავით ბიძინა ივანიშვილისა. ან კი რატომ არ უნდა ყოფილიყავით, როცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე ოჯახს გინახავდათ. ისიც მახსოვს, როცა ივანიშვილს ახსენებდით, პირჯვარს იწერდით. მერე იყო მამუკას ჯანმრთელობის პრობლემა, დღეს რომ ის ცოცხალია, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - მათ გააგზავნეს გერმანიაში გადასარჩენად. შენ ძალიან გულდაწყვეტილი იყავი, ფაქტობრივად ხელიც კი გქონდა ჩაქნეული. რამდენჯერ გკითხე, რას აპირებთ-მეთქი? არ ვიციო, უიმედოდ აიჩეჩე მხრები.      

 

არ ვიცი... ცოცხალი რომ ყოფილიყავი, ალბათ ეს ყველაფერი არ მოგეწონებოდა. არა, განა თაკო ვინმეს ჩამომყვანია? ვინაიდან სააკაშვილმა ჭიჭე ვაშაძეს აჰკიდა და პარლამენტში შეაყვანინა, ახლა თავს ვალდებულად თვლის, ვალი გადაიხადოს, მაგრამ არ გამოვა, არაააა!

არც ეგრე გაცვედნებულა საქართველო, პაპა ჯანსუღ, აქ სააკაშვილის ხროვა მობრუნდეს!

 

ჰმ... სააკაშვილიო, მშვიდობიანადო, აღმაშენებელიო... რა სასაცილო ხარ, თაკო?!

უმადურობას ერიდე, ქალო, უმადურობას!“, - წერს ზედელაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner