„ბევრჯერ მითქვამს რომ შვილებზე კარგი რამ არ გამიკეთებია ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მშობელი ხდები, უფრო მეტის გაკეთება გინდა.
„დღეს თუ რამე მინდა, ჩემი შვილებისთვის მინდა. ერთი არის 2,5 წლის, მეორე 11 თვის. ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ და მეც მინდა რომ ყურადღებიანი ვიყო და ვცდილობ ამ პერიოდში არაფერი მოვაკლო. ბევრ რამეზე ვნერვიულობ. ალბათ, ყველაზე მეტად შვილებზე, როცა შეკრებაზე მიწევს ყოფნა, რომ რამე არ დაემართოთ. ნევროზიც კი გამიჩნდა ამდენ ფიქრში უკვე“, - განაცხადა ტალახაძემ.