logo_geo
eng_logo
ლაშა ბექაური: რუს ფრენბურთელებს ვუთხარი, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ერთად ვთქვათ-მეთქი და ვთქვით
- +

13 სექტემბერი. 2021. 00:42

 

 

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიხსენა.

 

მისი თქმით, იქ რუსი ფრენბურთელები გაიცნო, რომელთაც უთხრა, რომ დაეძახათ - „საქართველოს გაუმარჯოს!“

 

„ვუთხარი მათ, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ვთქვათ-მეთქი ერთად და ვთქვით - თან რუსები რომ იყვნენ! მერე მეკითხებოდა ერთი, რას ნიშნავსო. ვუთხარი, კარგი რაღაცაა-მეთქი“, - განაცხადა ბექაურმა.

 

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთ მათგანს ისიც უთხრა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner