logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც იტყვის, რომ განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა აღსრულდეს
- +

13 სექტემბერი. 2021. 01:16

 

 

„არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც იტყვის, რომ განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა აღსრულდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

 

კითხვაზე, თქვენი აზრით, ჩამოვა თუ არა საქართველოში სააკაშვილი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე აზრი აღარავის აქვს.

 

„სიმართლე გითხრათ, მგონი, ამასთან დაკავშირებით აზრი აღარავის აქვს, ყველას აქვს ემოცია. ზოგს, მის მხარდაჭერებს უხარიათ, შემდეგ ექნებათ იმედგაცრუება, ზოგი ბრაზობს, ზოგი იცინის, ზოგი ხუმრობს, არანაირი მოსაზრება აღარ არსებობს. ერთადერთი რაც არის სააკაშვილისგან დარჩენილი, ეს არის ემოციები მის მიმართ, მორჩა.

 

მის წინააღმდეგ არსებობს ორი განაჩენი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი, არ მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც იტყვის, რომ ეს განაჩენი მის წინააღმდეგ არ უნდა აღსრულდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner