„2020 წლის ოლიმპიური თამაშების შედეგი იყო უნიკალური ქართული ძიუდოს ისტორიაში. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებს ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 4 მედალი აეღოთ. ასე რომ, ეს ოლიმპიური თამაშები ამითაც უნიკალური იყო და იმითაც, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებზე იმ 4 მედალს შორის 1 ოქროს მედალი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისივე თქმით, სპორტის დაფინანსება ქვეყანაში იზრდება.
„ჩვენი სპორტსმენებისთვის პირობები უმჯობესდება, მოტივაცია გაცილებით მაღალია. ახალგაზრდა თაობა, რომელიც ძველი თაობის მაგალითზე მოდის, უფრო მეტად მოტივირებულია, როგორც შედეგის დადებისთვის, ასევე იმისთვის, რომ გახდეს პოპულარული და მას ღირსეულად დაუფასდეს ამაგი ქვეყნის წინაშე. დღითიდღე იზრდება სპორტის ბიუჯეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატება აუცილებლად წინ წავა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.