logo_geo
eng_logo
ლაშა ბექაური: ბავშვობიდან იმ მომენტზე ვოცნებობდი, კვარცხლბეკზე ხელებაღმართული რომ ავიდოდი
- +

13 სექტემბერი. 2021. 01:57

 

 

„ასე ვიტყოდი, დღევანდელი გადმოსახედიდან ოლიმპიური ჩემპიონობა რთული ყოფილა“, - ამის შესახებ ლაშა ბექაურმა „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მან ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შედეგად განცდილზე ისაუბრა და მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც მისი ეს გამარჯვება გაუხარდათ.

 

„ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ვხედავ, რომ ისინი ჩემი გამარჯვებით ბედნიერები არიან. ამაყობენ ჩემით და ეს ჩემთვის სასიხარულოა.

 

ბავშვობიდან იმ მომენტზე ვოცნებობდი, კვარცხლბეკზე ხელებაღმართული რომ ავიდოდი. ეს მინდოდა. ეს იყო ჩემი ოცნება. იმ მომენტში თითქოს, ყველაფერმა ჩამიარა, ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ მქონდა ნავარჯიშები, ნაშრომი-ნაწვალები და რომ ის დაფასდა და ქართული ჰიმნი ავაჟღერე ტოკიოში, ოლიმპიადაზე. ეს ძალიან მაგარი იყო“, - განაცხადა ბექაურმა.

 

მისივე თქმით, აფრთხილებდნენ, რომ პირბადე არ უნდა მოეხსნა, თუმცა მან ოქროს მედლის გადაცემისას თავი ვერ შეიკავა და მას კბილი გაუსინჯა.

 

„აბა, მაგის გარეშე, იქიდან რა ჩამომიყვანდა“, - დასძინა ბექაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner