მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს:
„ისევ და ისევ ვიმეორებ: თურქეთში პუტჩს აწყობდა ამერიკის „ცეერუ", მაგრამ ერდოღანი პუტინმა გადაარჩინა და ამის შესახებ დღეს ყველა ლაპარაკობს! ამ დროს გამოდის სააკაშვილი, ეს გონებაშეზღუდული, უწიგნური და სამარცხვინო კაცი და გვიმტკიცებს - ერდოღანის დამხობა პუტინს უნდოდაო! აი, ასეთი კაცი 9 წელი გვეჯდა პრეზიდენტად... თურქეთში პუტჩისტებს რომ გაემარჯვათ, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა საქართველოში! ხომ გამოჩნდა გიულენისა და სააკაშვილის ოჯახის წევრების კავშირები?!
დაინტერესდა ვინმე, რა მიზანს ისახავდა სააკაშვილი, 40 ათას თურქს ქართული პასპორტები რომ დაურიგა? ბათუმში გახლდით და ჩემმა აქტივისტებმა, ბათუმელებმა მითხრეს - სააკაშვილს განზრახული ჰქონდა, ბათუმის მერად თურქი დაენიშნა და ამიტომაც არიგებდა თურქებზე პასპორტებსო! გაოცებული ვარ ნაციონალების ქცევით - უხარიათ, თუ რუსეთი საქართველოს ემბარგოს გამოუცხადებს და ქართული პროდუქცია რუსეთში არ შევა! ჯერ ერთი, მსგავსი არაფერი ხდება, რუსეთის ხელისუფლება ამ პოზიციას არ იზიარებს და ეს გახლდათ დუმის ერთი დეპუტატის აზრი, რომელმაც თქვა - რაკი საქართველო ჩვენ წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა, ემბარგო დავუწესოთო! მერწმუნეთ, თურქებიც და ამერიკელებიც ერთმანეთს ასწრებენ პუტინთან მოსალაპარაკებლად, რათა რუსეთის ბაზარი აითვისონ და ამ დროს ჩვენ გვირჩევენ, კრემლთან მტრული პოზიცია დაიკავეთო!", - ამბობს ზვიად ჩიტიშვილი.