logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: 29 ივლისს სააკაშვილის ფიტულის დაწვით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი!
- +

25 ივლისი. 2016. 20:12


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის", როგორც დამნაშავე ორგანიზაციის, აკრძალვის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს და 29 ივლისს, 12 საათზე, კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან", ნაციონალების ცენტრალური ოფისის წინ, აქციას მართავს.

 

„29 ივლისს, პარასკევს, 12 საათზე, ყველა იმ ადამიანს, ვინც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ გააუბედურა, გაამწარა და გაძარცვა, ველოდებით კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან", ნაცების ოფისთან, რათა სააკაშვილის ფიტულის დაწვით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი! მოვუწოდებ მთელ საქართველოს, „ნაცმოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით აქტიურად შეაგროვონ ხელმოწერები!  იმედი მაქვს, ქართველებთან ერთად ამ აქციას შემოუერთდებიან ყველა ეროვნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ჩვენს აქციაზე „ქართული ოცნების" აქტივისტებიც მოვლენ, რადგან სააკაშვილის დამნაშავე სექტის აკრძალვა თითოეული პატიოსანი და ერის ბედზე მოფიქრალი კაცის საქმეა!", - განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner