logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძე: ინფიცირებულთა რაოდენობამ კლინიკებშიც იკლო, სიტუაცია შედარებით განიმუხტა
- +

13 სექტემბერი. 2021. 17:08

 

"ინფიცირებულთა რაოდენობის კლება უკვე აისახა კლინიკებშიც, სიტუაცია შედარებით განიმუხტა, თუმცა მძიმე ავადმყოფები ისევ გვყავს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი მოსდევს პიკის დროს ინფიცირებულთა რაოდენობას. ჯერ კიდევ არიან პიკის პერიოდში დაინფიცირებული მძიმე პაციენტები და ესეც დასტაბილურდება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 

მისი თქმით, მეხუთე ტალღა იქნება, მაგრამ მეოთხეზე შედარებით სუსტი.

 

„იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა არ იქნება ისეთი, როგორიც იყო მეოთხე. ამისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. მეხუთე ტალღა რა სიძლიერის იქნება, ეს მოქალაქეებსა და მათ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ახლა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, განსაკუთრებით უნდა დავიცვათ რეგულაციები“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner