logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი სააკაშვილზე: ოღონდ თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს
- +

0 . 0000. 00:00

 

 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჯარის მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მავნებლობას უწოდებს.

 

 

„ეს მავნებლობაა. არის საკითხები, რომლებიც წმინდა საკითხებია, რომელსაც არ უნდა შეეხო არანაირი პოლიტიკური ზრახვითა და პოლიტიკური სურვილით. ჩემთვის და ზოგადად, სახელმწიფოსთვის ასეთი წმინდა საკითხია თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალები. არასდროს არავინ არ უნდა ცდილობდეს, პოლიტიკური გავლენები მოახდინოს ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კონსტიტუციაშიც წერია, პოლიტიკის მიღმა მყოფი სტრუქტურაა. ზოგადადაც, განცდითაც ეს არის საერთო ეროვნული სიამაყე და პოლიტიკურადაც ეს არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო. სააკაშვილს ხომ ასეთი თემები არ აქვს, წმინდა, საამაყო, ოღონდ მან თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, ეს ამის დასტურია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner