logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი სააკაშვილზე: ამ ნარკოტიკებში ჩამპალს ძალაუფლება ხონჩით რომ მიართვან, გზა-კვალს ვეღარ გაიგნებს...
- +

13 სექტემბერი. 2021. 20:29

 

 

„ამ ნარკოტიკებში ჩამპალს ძალაუფლება ხონჩით რომ მიართვან, გზა-კვალს ვეღარ გაიგნებს, სკამიდან გადმოვარდება, რა ჩამოსვლაზე ლაპარაკობთ?!“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

 

„ეს უბედური ახლა ნიუ-იორკიდან გველაპარაკება, ჯარისკაცებს მიმართავს, თქვენ ბიძინა ივანიშვილს ძალიან სძულხართ, ეჯავრებით, რამდენიმე ათეულ ოფიცერს ფულს აძლევს, მათი ხელით რომ დაგიმორჩილოთო, დაგჩაგროთო, გაწამოთო.

ნიუ-იორკიდან გველაპარაკება-მეთქი. გველაპარაკება რა, ენას ვერ ატრიალებს პირში, კაიფშია, იქ სხვანაირი კოკაინი იშოვება, შეიყნოსავს და ეგრევე ადამბლავებს. თან მაგარ ჰალუცინაციებსაცა ჰგვრის.

 

ამ გასაღებდაკარგულსა ჰგონია, ქართული ჯარი ბიძინა ივანიშვილის უღლის ქვეშ გმინავს, თურმე ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი. დადის ბატონი ბიძინა საჯარისო ფორმირებებში მათრახით და ბიჭებს საკუთარი ხელითა სცემს. ამას წინებზე ვაზიანში გილიოტინა მიუტანია, ჯარისკაცებს თავები უნდა წავაყრევინოო. რომ არა სახალხო დამცველის გარჯილობა და საერთაშორისო გამოხმაურება, მართლა წააყრევინებდა.

 

ამ ნარკოტიკებში ჩამპალს ძალაუფლება ხონჩით რომ მიართვან, გზა-კვალს ვეღარ გაიგნებს, სკამიდან გადმოვარდება, რა ჩამოსვლაზე ლაპარაკობთ?!

უკრაინელი ხალხი უფრო ჭკვიანი მეგონა, ბომჟს რომ თავზე დაისვამ და რაღაც გაუგებარ სარეფორმო უწყებას ჩააბარებ, რა ქვეყანა ხარ, რა სახელმწიფო ხარ, თავმოყვარეობა სულ დაკარგე?!

უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე მოკლეს და ეს ნიუ-იორკში გავარდა ბიძასთან, თან ალიბი გაიკეთა, მაგ დროს რესპუბლიკაში არ ვიყავიო, თან ქარდავა არ გამიგია, ვინ არი, საერთოდ არ ვიცნობო. ადრე სხვებზე იძახდა, არ ვიცნობო, არც ახალაიებსო... ბოკერიას, უგულავას და მერაბიშვილსაც არ იცნობს ხეირიანად, ერთი-ორჯერ ჰყავს ნანახი.

არ გამოვრიცხოთ, მართლა არ (აღარ) იცნობდეს, კოკაინის ყნოსვამ და ტრაკის გასაღების დაკარგვამ იცის ეგრე - ადამიანს იცნობ, მაგრამ ვერ იცნობ, ვეღარ იხსენებ... უყურებ, თან ის არი, თან ის არ არი, გეგონება სულ სხვა არი.

 

ვისაც ამის იმედი გაქვთ, დაგაფსათ დეპუტატმა მაჭუტაძემ!“, - წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.

right_banner right_banner
არქივი
right_banner