logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ხოჯევანიშვილის და საბანაძის „მორალს“ რომ ჩავუღრმავდეთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათ გადასცეს მელაძეს და გვარამიას გადაწერილ-გადმოწერილი და სათავისოდ გაკეთებული ფაილები
- +

13 სექტემბერი. 2021. 22:18

 

 

„ამ დროს, გახარია არის პრემიერ-მინისტრი, ხოლო მისი ორი მარჯვენა ხელი - ხოჯევანიშვილი სუსში და საბანაძე შსს-ში იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს და პირდაპირ კურირებენ იმ სამსახურებს, რომლებსაც მათ შორის, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით ევალებათ მიყურადება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ჩანაწერები, ცალსახად, არის ფაბრიკაცია.

 

„ე.წ. ფარული ჩანაწერების, რეალურად კი რაღაც ნაჯღაბნების შესახებ არავინ ამბობს მთავარ სათქმელს. ცალსახაა, რომ ეს არის ფაბრიკაცია. თუმცა, ალბათ არსებობს რაღაც ფაილები, რომელზეც არაერთხელ იყო მითითება, რომ ეს „კრებსები“ 2019-2020 წლით თარიღდება. ახლა გავყვეთ ამ მოცემულობას. ამ დროს, გახარია არის პრემიერ-მინისტრი, ხოლო მისი ორი მარჯვენა ხელი - ხოჯევანიშვილი სუსში და საბანაძე შსს-ში იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს და პირდაპირ კურირებენ იმ სამსახურებს, რომლებსაც მათ შორის, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით ევალებათ მიყურადება. ანუ რა გამოდის, გახარიას ამ ორ თანამზრახველს აქვს წვდომა ფაილებთან და სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი სახის მანიპულაცია გაუკეთონ დოკუმენტებს. გადაწერონ, გადააკეთონ, შეცვალონ ნებისმიერი ფრაზა და წინადადება. და რა გამოდის? ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში მიედინება ფაილები, დამახინჯებული, გადაწერილი, გადმოწერილი, მაგრამ ფაილები, რომლითაც ეს ორი არხი ცდილობს ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას. ჰოდა, ხოჯევანიშვილს და საბანაძეს, მათ „მორალს“ რომ ჩავუღრმავდეთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძეს და გვარამიას გადაწერილ-გადმოწერილი და სათავისოდ გაკეთებული ფაილები“, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner