logo_geo
eng_logo
როგორ მივიღოთ ინფორმაცია საკუთარი კოვიდსტატუსის შესახებ
- +

13 სექტემბერი. 2021. 23:22

 

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია - https://covidpass.moh.gov.ge/, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია საკუთარი კოვიდსტატუსის შესახებ.

 

"ამ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია თავისი სტატუსი განსაზღვროს და ეს სტატუსი გაუზიაროს სხვა ადამიანს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. სტატუსი გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული, ან 72 საათის ვალიდური PCR ტესტი აქვს ან 24 საათის ვალიდური სწრაფი ტესტი, ან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში აქვს გადატანილი კოვიდინფექცია. ამ შემთხვევაში მისი სტატუსი პირობითად არის მწვანე სტატუსი და არის უსაფრთხო ყველა გარშემომყოფისთვის.

 

შესაბამისად, თუ მას აქვს საჭიროება ამ სტატუსის განსაზღვრის და ვინმესთვის ჩვენების, ამ აპლიკაციის მეშვეობით მას შეუძლია აღნიშნული სტატუსის დადასტურება", - განაცხადა ღიბრაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner