„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ემზარ კვიციანის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციისთვის ემზადება.
„ნაციონალები", რესპუბლიკელები, ალასანია, ესენი არიან ერთი გუნდი, ამ გუნდში მოიაზრებენ პრეზიდენტსაც, ასევე მოიაზრება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც და მათი კოლეგები.
მოგვდის ინფორმაციები, რომ „ნაციონალები" რაღაც რევოლუციისთვის ემზადებიან. ორი კვირაც არ არის გასული, რაც თურქეთში მოხდა და ინფორმაციები ალბათ, მარტო მე არ მომდის იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალებს" იმედი ჰქონდათ, რომ იქ გადატრიალება მოხდებოდებოდა.", - აცხადებს კვიციანი ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.