logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ბაიდენს ავღანეთიდან ჯარი რომ არ გაეყვანა, „თალიბანი“ აშშ-ისა და მოკავშირეების ძალებზე თავდასხმებს განაახლებდა
- +

14 სექტემბერი. 2021. 00:59

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობა დაიკავა, მას მემკვიდრეობით ერგო ტრამპის მიერ „თალიბანთან“ დადებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ავღანეთიდან ჯარი 1-ელ მაისამდე უნდა გაეყვანა.

 

„ამ შეთანხმების ფარგლებში, წინა ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რათა მას 5 000 თალიბი გაეთავისუფლებინა, მათ შორის რამდენიმე სამხედრო მეთაური. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შეამცირა. სანაცვლოდ, თალიბები აშშ-ისა და პარტნიორ ძალებზე თავდასხმის შეწყვეტას დათანხმდნენ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, „თალიბანმა“ განაგრძო დაუნდობელი სვლა, ხოლო 2021 წლის იანვრისთვის „თალიბანს“ ყველაზე ძლიერი სამხედრო მდგომარეობა ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

 

„პრეზიდენტ ბაიდენს თავისი წინამორბედის ვალდებულება რომ არ შეესრულებინა, თავდასხმები ჩვენს ძალებსა და ჩვენს მოკავშირეებზე განახლდებოდა და „თალიბანი“ ავღანეთის მასშტაბით მთავარ ქალაქებზე თავდასხმას დაიწყებდა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner