საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას ადგილობრივი მცხოვრები, 35 წლის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ფოლკცვაგენის” და “პორშეს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
სხეულის მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “ფოლკცვაგენის” მძღოლი კლინიკაში გადაიყვანა. ასევე, დაშავებულია კიდევ ერთი, 40 წლამდე მამაკაცი.