logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ავღანეთში რომ დავრჩენილიყავით, ომი კიდევ 5, 10 ან 20 წელი გაგრძელდებოდა
- +

14 სექტემბერი. 2021. 01:56

 

 

„ავღანეთში რომ დავრჩენილიყავით, ომი კიდევ 5, 10 ან 20 წლით გაგრძელდებოდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

 

„წინა ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ის ყველა ჯარისკაცის 1-ლი მაისისთვის გაყვანას მოითხოვდა. პრეზიდენტს რომ თავისი წინამორბედის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შეესრულებინა, თავდასხმები განახლდებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, უამრავმა ადამიანმა არ იცის ის შეთანხმება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გააფორმა.

 

„ამ შეთანხმების ფარგლებში, წინა ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რათა მას 5 000 თალიბი გაეთავისუფლებინა, მათ შორის რამდენიმე სამხედრო მეთაური. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შეამცირა. სანაცვლოდ, თალიბები აშშ-ისა და პარტნიორ ძალებზე თავდასხმის შეწყვეტას დათანხმდნენ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner