logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
- +

14 სექტემბერი. 2021. 10:58

 

 

,,აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა”,- შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.

 

 

შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევები. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე დონბასში პრორუსული ფორმირებების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner