logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: პარტია „საქართველოსთვის", არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან!
- +

14 სექტემბერი. 2021. 11:40

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, აცხადებს, რომ მისი მამის მომხრეთა ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და პარტია "საქართველოსთვის" ზვიად გამსახურდიას სახელთან აიგივებს.

 

ძალიან შეწუხებული ვარ,რომ მამაჩემის მომხრეთა მცირე ნაწილი შეყვანილია შეცდომაში და ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ინტერესის გამტარ "რასკოლნიკებს", აიგივებს მამაჩემის სახელთან. პარტია საქართველოსთვის", არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება მამაჩემის იდეებთან.

 

უფრო მეტიც, ეს არის უნიჭო მცდელობა, ზვიადის სახელით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში და თავიანთი თაღლითური ნიჭით, ნაცმოძრაობას"  კვლავ ჩაუსახონ იმედი იმ უიმედო სიტუაციაში, რასაც მათი ძალაუფლებაში მობრუნება ქვია. რომელიც წარმოუდგენელია და ვერანაირი მოცემულობა, ამის შანს ვერ იძლევა.

 

პარტია საქართველოსთვის" მენეჯმენტს კი ვეტყოდი, სამეგრელოში ისევ პუტჩისტი და სამეგრელოს ამაოხრებლების იმედად იყვნენ აჯობებს, მარტო თემურ გერგაია ვერ ეყოფათ. ძალიან მალე ნახავენ რეალობას და იციან მათ ეს. სანამ სამეგრელოში ვარ, მე ჩვენი ნაწამები ხალხის შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებ", - წერს გიორგი გამსახურდია Twetter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner