logo_geo
eng_logo
ოთარ ჩოკოშვილმა: ჩვენი რეკომენდაციაა სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი
- +

14 სექტემბერი. 2021. 11:58

 

 

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი. „ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები და ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ. სასწავლო პროცესი დისტანციური მანამდე იქნება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 321 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner