„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი. „ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები და ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ. სასწავლო პროცესი დისტანციური მანამდე იქნება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 321 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი.