logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ამ სიბინძურის, ამ ფალსიფიკაციის უკან, სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან
- +

14 სექტემბერი. 2021. 12:42

 

 

„ეს რაღაც გაუგებარი კრებსები ჰქონდათ ნაცებს და არ გამოაქვეყნეს? შეინახეს? აქ იდიოტი არავინ არ არის! ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ამ ფალსიფიკაციის უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან! ეკლესიაზე და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ეს სამეული დგას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

 

ქართველიშვილი, გამოქვეყნებულ მასალებს ფალსიფიკაციას უწოდებს.

 

„რამდენი არჩევნები იყო აქამდე რაც ნაცებმა წააგეს? რამდენჯერ გამოაცხადეს „რეფერენდუმი“, რამდენჯერ უთხრეს თავის ამომრჩეველს, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში შედიოდნენ? ახლა ვინმემ მითხარით, ეს რაღაც გაუგებარი კრებსები ჰქონდათ ნაცებს და არ გამოაქვეყნეს? შეინახეს? აქ იდიოტი არავინ არ არის! ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ამ ფალსიფიკაციის უკან სწორედ გახარია და მისი თანამზრახველები, საბანაძე და ხოჯევანიშვილი დგანან! ეკლესიაზე და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ეს სამეული დგას. გუშინდელი დღე ამის ნათელი დადასტურება იყო. მაზაკვალმა ჯერ თავისი ხელით მისცა ნაცებს ეს ნაბოდვარი, შემდეგ ჩვეული თაღლითობით გამოვიდა „პერვიკანალზე“ და დაგმო ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ სიბინძურის და ნაცებთან საბოლოოდ ჩახუტების გამო აუცილებლად მწარე პასუხს გასცემს ხალხი ამ მაზაკვალ მოღალატეს!“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner