logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია
- +

14 სექტემბერი. 2021. 17:38

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა.

 

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თვითიზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსი მის გარემოცვაში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.

 

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ტაჯიკეთის დედაქალაქში დაგეგმილ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა“ და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტებში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner