logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: საარჩევნო ბრძოლა პირწმინდად წაგებული აქვთ, ამიტომაც დაიწყეს ბრძოლა ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ!
- +

14 სექტემბერი. 2021. 18:41

 

 

"თანამედროვე ნეოტროცკისტები ანუ ნაცხროვა და მასთან აფილირებული მისი სატელიტური პარტიები გადავიდნენ ბოლო შეტევაზე, რომელშიც უაქტიურესად ჩაერთნენ ამ ნაცნაგავური მარიონეტი ტელევიზიები! ბედავენ, რა რომ საარჩევნო ბრძოლა პირწმინდად წაგებული აქვთ, ამიტომაც დაიწყეს ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!" - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას.

 

მისი განცხადებით, მსგავსი რამ, საუკუნეების განმავლობაში არც შინაურ და გარეულ მტერს უკადრია, მათი მიზანი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება და უნდობლობა გააჩინონ.

 

„თანამედროვე ნეოტროცკისტები ანუ ნაცხროვა, მასთან აფილირებული და მისი სატელიტური პარტიები გადავიდნენ ბოლო შეტევაზე, რომელშიც უაქტიურესად ჩაერთნენ ამ ნაცნაგავური მარიონეტი ტელევიზიები! ბედავენ, რა რომ საარჩევნო ბრძოლა პირწმინდად წაგებული აქვთ, ამიტომაც დაიწყეს ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ! და ყველაზე მზაკვრული და უკადრებელი იცით რა არის, რომელიც არცერთ სხვა შინა მოღალატეს და გარე მტერს საუკუნეთა მანძილზე არ უკადრია! ეს არის ამ ხროვად მცდელობა ჩამოაგდონ დაპირისპირება და უნდობლობის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის! ეს არის ნეოტროცკისტული ძალა რომელსაც სურს კათოლიკოსობის ტახტზე ვინმე პეტრე ცაავას და მის „შესტიორკა“ სარიას აღზევება! ეს არის ის პეტრე ცაავა და მისი თანამეინახე, რომელიც პატრიარქს გაუგონარ სიცრუეს აბრალებენ! ასეთი რამ რაც მათ და მისმა ამფსონმა ტელევიზიებმა იკადრეს ვიმეორებ არასდროს არ უკადრიათ საქართველოს ეკლესიისათვის არც მტერს და არც მოყვარეს! გაიხსენეთ ამ პარტიებისა და ტელევიზიების წარმომადგენელთა 5 ივლისის შემდგომი ხმამაღალი ხავილი: „დააპატიმრეთ პატრიარქი, გაკრიჭეთ მღვდლები, დაანგრიეთ ეკლესიები“! გადაფურცლეთ ასი წლის წინანდელი ბოლშევიკურ-ტროცკისტული ჟურნალ-გაზეთები! სწორედ იქიდან აქვთ გადმოწერილი ლოზუნგები ამ ნეოტროცკისტულ ხროვას და მათ რუპორებს ახლანდელ გვარამვიზიებს, ჭუტავიზიებს და კეზერავიზიებს! ამიტომაც 2 ოქტომბერს საბოლოოდ „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“, - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner