logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები დგანან
- +

14 სექტემბერი. 2021. 18:45

 

 

"ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წელს.

 

მისი თქმით, შეტევა ეკლესიაზე უკვე აშკარად ორკესტრირებულია და „სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება“.

 

„ჩემთვის დაუჯერებელია ის, რომ სუს-ის ეს რაღაც გაუგებარი კრებსები, ჩანაწერები ჰქონდათ „ნაცებს“ და მანამდე არ გამოაქვეყნეს. შარშან, საპარლამენტო არჩევნებამდე რატომ არ ავრცელებინეს ჯიბის ტელევიზიებს და „ექსპერტებს“?

 

ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ამ სიბინძურის, ფალსიფიკაციის უკან სწორედ ყოფილი პრემიერი გახარია და მისი თანამოაზრეები საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი დგანან. ეკლესიაზე და სახელმწიფოზე შტურმის უკან სწორედ ესენი დგანან. შეტევა ეკლესიაზე უკვე აშკარად ორკესტრირებულია და სწორედაც სააკაშვილის ფლანგის მანიაკალურ ინტერესებს ემსახურება.

 

გუშინდელი დღე ჩემთვის ამის ნათელი დადასტურება იყო. მრავალვერსიულმა გახარიამ ჯერ თავისი ხელით მისცა „ნაცებს“ ეს ბოდვები და შემდეგ ჩვეული თაღლითობით, გამოჩნდა „პერვიკანალზე“ და დაგმო ეკლესიის დისკრედიტაცია. ამ სიბინძურის და ნაცებთან საბოლოოდ ჩახუტების გამო, აუცილებლად მწარე პასუხს გასცემს ხალხი ამ მაზაკვალ მოღალატეს!

დროა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა იმოქმედონ! დაიღალა ხალხი ამდენი სიბინძურით, ღალატით და ოფიციალური, მიკიბულ-მოკიბული „ვორდინგით“!

 

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერების უწინარეს ინტერესებშია!“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner