„ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ფორსირებული შეტევა სრული კრახით მთავრდება“, - ამის შესახებ გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფორსირებული შეტევა ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სრული კრახით მთავრდება. მთავრდება იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა ის, რასაც ხალხი ხელისუფლებისგან ელოდა. ბუნებრივია, ნეობოლშევიკები თავიანთ ხვრელებში არ ჩაძვრებიან და როგორც თავმოჭრილი ქათამი, ისე იფხაკურებენ კიდევ ცოტა ხანს. კვლავ გაავრცელებენ დამონტაჟებულ სიბინძურეებს, მაგრამ წრე უკვე შემოსაზღვრულია და 2 ოქტომბერს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს“, - წერს გია გაბრიჭიძე.