„როდესაც ციხეში ყოფილი მაღალჩინოსნის, სულხან მოლაშვილი წამება ხდებოდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პაპუაშვილი იყო, რომელიც ამ ფაქტებს ვერ ამჩნევდა", - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, თუ გიორგი პაპუაშვილს, შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაცია აქვს, უნდა მისცეს ჩვენება.
"გიორგი პაპუაშვილი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. კარგად გვახსოვს, რომელი პოლიტიკური გუნდის წევრი იყო და როდის. რამდენიმე დღის წინ დავასაფლავეთ ადამიანი, რომელიც სწორედ იმ დროს იჯდა ციხეში და წამების ტოლფასი იყო მისი იქ ყოფნა, როდესაც ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დღეს, ეს ადამიანი საუბრობს ზეწოლებზე, სწორედ მის პერიოდში იყო ზეწოლა, სასამართლოს დარბევა და მაშინ ამას არ ამჩნევდა. თუ მართლა რაიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, გამოთქვა შოთაძემ სურვილი, შეხვდეს მას",- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მუქარა ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს.