logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი სააკაშვილზე: ბედავს და ქართულ ჯარს მიმართავს! იმ ჯარს, 2008-ში სირცხვილი რომ აჭამა
- +

14 სექტემბერი. 2021. 20:09

 

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი  ჯარისადმი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს ლაჩარი, წამალში ჩამპალი თესლი!

ბედავს და ქართულ ჯარს მიმართავს!

იმ ჯარს, 2008-ში სირცხვილი რომ აჭამა, ცხინვალში რომ ჩაახოცინა, თვითონ უკანმიუხედავად რომ გამოიქცა და თბილისში დაბრუნებულ ბიჭებს დასაჭერად დასდევდა, ყველას სამშობლოს ღალატი დასწამა!

ეს იყო ჩვენი სირცხვილი!

არ იყო ეს ის გზა, რომელიც საქართველოს უნდა გაევლო!

ვინც ამ ავაზაკთან საქმეს დაიჭერს, ვინც მასთან ახლოს გაივლის, ის არის ქვეყნის მტერი!

ქართველ ჯარისკაცებს, ოფიცრებს ასეთი დაფასება არასოდეს ჰქონიათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხედრო ქალაქი შენდება, ბინები უფასოდ ურიგდებათ. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ღირსება და თავმოყვარეობა აღუდგინა!

ვინა? ამ ავადმყოფმა და მისმა დაავადებულმა მიმდევრებმა ერის ჯანსაღი ნაწილი რანაირად უნდა გადაწონონ? არ არსებობს, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ერთ მხარეს არიან დამყაყებული  აზროვნების მუტანტები, მეორე მხარეს კი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები!

ომი უნდათ?

თუ საჭირო გახდება, ომიც იქნება!

ფაქტობრივად, ჩვენ ომში ვართ და ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ!“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner