logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობა“ და ოპოზიციის დიდი ნაწილი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დილისთვის და არიან სრულ ისტერიკაში
- +

15 სექტემბერი. 2021. 00:00

 

 

„ახლა გაჩუმება არ შეიძლება, იმდენად გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ზღვარი. ასეთ სიბინძურესთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ იქნება. ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი - ე.წ. გვამების პოლიტიკა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„მე რამდენიმე ხანია, პოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობა არ მიმიღია. ბევრი ვიფიქრე, დღეს მოვსულიყავი თუ არა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება, იმდენად გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ზღვარი. ასეთ სიბინძურესთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ იქნება. ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში. ეს შეიძლება იყოს მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი - ე.წ. გვამების პოლიტიკა. გამოძიებისგან ძალიან ბევრ კითხვაზე ველოდები პასუხს. ასე რომ, ასეთი სიბინძურე კიდევ მრავლად იქნება. როგორღაც უნდა შევძლოთ და გავიაზროთ ყველამ - ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, ამომრჩეველმა, რომ „ნაცმოძრაობა“ და ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დილისთვის და არიან სრულ ისტერიკაში. ამ ისტერიკის დროს ადამიანი რას გამოიგონებს და როგორ მანიპულაციას დაიწყებენ გარდაცვლილი ადამიანით, ამიტომ გამოძიება არის მნიშვნელოვანი. მთავარი არის მტკიცებულებები, გამოკითხვები და დაკითხვები და სწრაფი შედეგი - რათა დავინახოთ სიმართლე“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner