logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ეს ეხლა ქალია?
- +

25 ივლისი. 2016. 23:20


„ეს ეხლა ქალია? უნამუსო არსება!

შინაგან საქმეთა სამინისტრო! სასწრაფოდ გამოუშვით დაკავებულები და შეწყვიტეთ იმ საბურთალოელების (დოლიძის ქუჩა) სამართლებრივი დევნა, რომლებმაც ნაცების ერთ-ერთი ლიდერის სევდია უგრეხელიძის შეურაცხყოფაზე პასუხი გასცეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს საბურთალოს გვიხილავთ სასამართლოსთან და მერე სხვაგანაც!"- წერს ბრეგაძე.



„ნახმარი თუ ხარ, ცნობა მომიტანე" - რა უთხრა სევდია უგრეხელიძემ ამომრჩეველს?



თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს გუშინ, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულ, აკაკი ხაფავას საქმეს. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


საქმე ეხება დოლიძის ქუჩის ამომრჩევლებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სევდია უგრეხელიძის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგრეხელიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ერთ-ერთი ადგილობრივი აკაკი ხაფავა, მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. თავად ხაფავა ირწმუნება, რომ მას შეურაცხყოფა თავად სევდია უგრეხელიძემ მიაყენა


ქალბატონი სევდია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა დოლიძის მაცხოვრებლებს. აკაკი ხაფავამ პოლიტიკოსს ჰკითხა თუ რის გაკეთებას აპირებდა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ის დაიცავდა მათ უფლებებს. ამის შემდეგ ხაფავა დაინტერესდა 9 წლის განმავლობაში რატომ არ იცავდა იმ ადამიანის უფლებებს, რომელსაც აწამებდნენ, კლავდნენ და აუპატიურებდნენ. ამის საპასუხოდ კი სევდია უგრეხელიძემ ხაფავას შემდეგი სიტყებით მიმართა - თუ ნახმარი ხარ, მომიტანე ცნობა და დავიცავ თქვენს უფლებებს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა", - აცხადებს ხაფავას ადვოკატი თამარ აბესაძე.


ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აპირებს მორალური შეურაცხყოფის გამო სევდია უგრეხელიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს. ავრცელებს  for.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner