logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ არის ის ფიგურა, რომელიც ჩამოვა
- +

15 სექტემბერი. 2021. 00:58

 

 

„მიხეილ სააკაშვილი ალბათ ვერ დაბრუნდება“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.

 

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს დაბრუნდეს, იმიტომ რომ დროა, ალბათ, ძებნილები დაუბრუნდნენ სამშობლოს. კანონს ისინი ვერ გაექცევიან, აქ ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს და მუდმივად გადახვეწილები ხომ არ იქნებიან, ოდესღაც უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. მაგრამ ეს არ არის ის ფიგურა, რომელიც ჩამოვა. ეს არ არს ის ფიგურა, რომელზეც შეიძლება ამდენი საუბარი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner