„მინდა, ყველას ვთხოვო, მოვიდნენ არჩევნებზე და ყველას შევახსენო, აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, თბილისი ისევ გაიმარჯვებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ უკვე წლებია, იბრძვის ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ევროატლანტიკური არჩევანისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“, წამოვადგენდე კახა კალაძის გუნდს. მივესალმები საქართველოს, ჩვენს თბილისელებს და მივესალმები „ქართული ოცნების“ მილიონამდე მხარდამჭერს, რომლებიც უკვე წლებია, ერთგულად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანისთვის. აქ შევახსენებ მაყურებლებს, რომ დღეს ვსაუბრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც აქვს ჩვენს მოსახლეობას ქალაქებში, სოფლებში, დაბებში. მე დღეს მექნება საშუალება, რომ ჩაგაბაროთ ერთგვარი ანგარიში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე რას ვაპირებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ყველას შევახსენო, აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და თბილისი ისევ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართა. მასში ათი პარტია მონაწილეობდა.